მცვივანი რაჭული


მცვივანი რაჭული


რაჭული მცვივანი ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად რაჭაში და იძლევა სუფრის ხარისხოვან ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის მცვივანი ცნობილია აგრეთვე მცვივანას სახელწოდებით. ღვინო ხასიათდება ხალისიანი, საკმაოდ სხეულიანი, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოთი. ზემო რაჭაში მისგან დგება ხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო. იძლევა კარგ მასალას ცქრიალა ღვინოსთვის. საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ნაცრის მიმართ, ჭრაქისა და ფილოქსერის მიმართ კი სუსტ გამძლეობას იჩენს. კარგადაა შეგუებული რაჭის პირობებს. ზრდის სიძლიერე საშუალოა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.