მცვივანი კახური


მცვივანი კახური


კახური მცვივანი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია, მისი სინონიმებია მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი და მცვივანი. მისგან წარმოებული ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირესხეულიანი, სპეციფიკური ჯიშური არომატით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. მცვივანი საშუალო ზრდის, მაღალმოსავალიანი, სიმწიფის მესამე  პერიოდის ვაზის ჯიშია. მსხმოიარობაში ადრე შედის. ხასიათდება ყინვებისა და სოკოვან დაავადებათა, განსაკუთრებით ნაცრის მიმართ მაღალი გამძლეობით, ყურძნიდან ღვინის მაღალი გამოსავალით. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საკონიაკე ღვინომასალებისა და კახური ტიპის, ტრადიციული ქვევრის ღვინის  დასამზადებლად.