მირზანული თეთრი


მირზანული თეთრი


მირზანული თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კახეთიდან; იგი იძლევა სუფრის მშრალ ღვინოს. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერით, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი, მცირესხეულიანობით. საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ – შედარებით უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.