მესხური შავი


მესხური შავი


მესხური შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ მესხეთიდან. მისგან იწარმოება შინდისფერი შეფერილობის, არომატული ღვინო. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვის მიმართ. მაღლარების სახით გვხვდებოდა ასპინძისა და ახალციხის რაიონების ვენახებში.  საკოლექციო ჯიში.