მაური თეთრი


მაური თეთრი


მაური თეთრი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, გურიიდან, მისგან აწარმოებენ ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრ ღვინოს; იგი დაბალი ხარისხისაა და ალკოჰოლის მცირე შემცველობის გამო ცუდად ინახება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე დაბალი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით (განსაკუთრებით ჭრაქით). აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. ამჟამად წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.