ხროგი


ხროგი


ხროგი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ რაჭიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოები. ხროგს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და საშუალო მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. საშუალო გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.