ჯვარი


ჯვარი


ჯვარი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ქარვისფერია, საკმაოდ სხეულიანი, ხალისიანი და სასიამოვნო. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თავკვერი, გორული მწვანე და სხვა ჯიშები. ზოგჯერ შეიძლება მოსავალი სულ განადგურდეს. ჯვარი იშვიათად გავრცელებული ჯიშია. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.