გომის თეთრი


გომის თეთრი


გომის თეთრი საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. მცირედ იყო გავრცელებული იმერეთის მევენახეობის ზონაში. ამჟამად წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს. იძლევა ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს და  საკუპაჟე მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.