ღვანურა


ღვანურა


ღვანურა ადგილობრივი ვაზის ჯიშია აჭარიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შერევით. ცალკე დაყენებული ღვინო დაბალი ხარისხისაა. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო, ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა. წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.