ძელშავი


ძელშავი


ძელშავი ადგილობრივი მცირედგავრცელებული ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფრო ნაკლებ სხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება. ზემო იმერეთსა და რაჭაში ის უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია, ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინისათვის იძლევა – ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, მსუბუქი და საკმაო ხალისიანი. შედარებით კარგად უძლებს ნაცარს, მაგრამ ადვილად აზიანებს ჭრაქი. მიეკუთვნება საგვიანო სიმწიფის ჯიშებს. ხასიათდება ძლიერი ზრდით.