დანახარული


დანახარული


დანახარული ადგილობრივი ვაზის ჯიშია, იგი მცირედ არის გავრცელებული ქართლის რეგიონში. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟედ. შედარებით უფრო მგრძნობიარეა ნაცრის მიმართ, თუმცა ჭრაქიც აზიანებს. ძველად საკმაოდ ყოფილა გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონების ვენახებში.