ბუზა


ბუზა


ბუზა ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. ჯიში იძლევა დაბალი ხარისხის სუფრის წითელ ღვინოს. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალოდ გამძლეა. აბლაბუდიანი ტკიპისადმი საშუალოზე მეტ გამძლეობას იჩენს. კანი სრულ სიმწიფეში ადვილად სკდება, წვენი იღვრება და  ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა, ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. სუფთა ნარგაობა საქართველოს არცერთ კუთხეში არ გვხვდებოდა, ხოლო ერთეული ძირების სახით არსებობდა ქართლის  ვენახში. საკოლექციო ჯიში.