ბუდეშური თეთრი


ბუდეშური თეთრი


აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ვაზის ადგილობრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია  “თეთრი ბუდეშურის” სახელწოდებით, განსხვავებით შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. მას ეძახიან აგრეთვე ბუდეშურის ყურძენს, ხოლო სპეციალურ ლიტერატურაში (პროფ. ს. ჩოლოყაშვილი, აკად. ივ. ჯავახიშვილი, დოც. ნ. ჩახნაშვილი), მოხსენებულია “ბუდეშურის” –  სახელით .

მისგან მზადდება ღია ჩალისფერი, გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტული, მასობრივი მოხმარების მსუბუქი სუფრის ღვინო. წარსულში ჩინურთან კუპაჟით ამზადებდნენ მეტად სასიამოვნო სასმელ, შუშხუნა ტიპის სუფრის ღვინოს. იმავე ჩინურთან და გორულ მწვანესთან სეპაჟით მონაწილეობდა ცნობილი „ატენური“ ღვინის შემადგენლობაში.

ნაცრის მიმართ შედარებით მიმღებია და უფრო მედეგია ჭრაქის მიმართ. მომთხოვნია ნიადაგური პირობების მიმართ. იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ყურძენს ახასიათებს დაბალი ტრანსპორტაბელურობა.