ბორჩალო


ბორჩალო


ბორჩალო ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ ქართლიდან. მისგან იწარმოება დაბალი ხარისხის ღვინო. სოკოვან დაავადებათაგან მეტ მგრძნობელობას იჩენს ჭრაქის მიმართ, ნაცრისადმი საშუალოდ გამძლეა. სახელწოდება „ბორჩალო“ შერქმეული უნდა ჰქონდეს იმის გამო, რომ ეს ჯიში მხოლოდ ბორჩალოს მაზრაში (ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტი) იყო გავრცელებული. საკოლექციო ჯიში.