ბათომურა


ბათომურა


ბათომურა ადგილობრივი ვაზის ჯიშია აჭარიდან. წარმოადგენს ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს. გაზაფხულამდე ინახება და ტრანსპორტაბელურია.  საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ნაცრით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. საკოლექციო ჯიში.