ახარდანი


ახარდანი


ახარდანი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ სამეგრელო-აფხაზეთიდან. მისგან იწარმოება ადგილობრივი მოხმარების, სუფრის წითელი ღვინო, საშუალოდ ექსტრაქტული, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოსი. ახარდანს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. საკოლექციო ჯიში.