ადანასური


ადანასური


ადანასური ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია, იმერეთიდან. სუფრის წითელი ღვინო, ადგილობრივი მოხმარების, დაბალექსტრაქტული, სასიამოვნო, ცოცხალი გემოთი გამოირჩევა. ადანასურს ახასიათებს საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ  სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ. ადანასურის ვარიაციაა „მსხვილთვალა“, რომელიც ხასიათდება უფრო მსხვილი მარცვლებით და დაბალი მოსავლიანობით.  მისი ღვინო უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ადანასურისა. მისი სინონიმია “მაღლარი” და წარმოადგენს საკოლექციო ჯიშს.