ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში


ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში


კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ დაარსებულია ტყუპი ძმების გია და გელა გამტკიცულაშვილების მიერ 1997 წელს ნაფარეულში. კომპანიის დაარსებას საფუძვლად დაედო ძველი მამაპაპისეული მარნის აღდგენა. კომპანიის მთავარი მიმართულებებია ქვევრის ღვინის წარმოება და ტურიზმი. „ტყუპების ტურისტული ჰაბი“ მდებარეობს ნაფარეულში, ულამაზესი ვენახებით, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებით გარშემორტყმული. ჰაბის ტერიტორიაზე განთავსებულია: – სასტუმრო “თვინს ჰოტელი“, რომელიც მოიცავს 30 კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ნომერს; – საკონფერენციო დარბაზი; – აუზი; – რესტორანი, 300 პერსონაზე გათვლილი დარბაზით. – ღია რესტორანი ვენახში, სადაც ტარდება კულინარიული მასტერკლასები – თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, ხაჭაპურის, ხინკლის, მწვადის დამზადება. – სადღესასწაულო ღია სივრცე აუზთან; – ძველი და ახალი მარნები, სადაც ტარდება ქვევრის გახსნა და დეგუსტაცია – „ზავოდი“ – ჭაჭის არყის სახდელი. – უნიკალური, მსოფლიოში ერთადერთი ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსი შედგება 8 მეტრიანი ქვევრის ძეგლისგან, რამდენიმე დარბაზისგან და 1/3-ზე გაჭრილი ქვევრებისგან, რომელთაც მინა აქვს მიფარებული. – სამეცნიერო კვლევითი მარანი, სადაც მიმდინარეობს ქვევრების და ქვევრის ღვინის შესწავლა.