თელედა


თელედა


თელედა არის უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმობელი საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის რეგიონის სოფელ კისისხევში. კომპანია ორიენტირებულია UNESCO-ს აღიარებულ 8000 წლოვან ტრადიციულ ქვევრის ტექნოლოგიაზე. გამოყენებული ნედლეული (ყურძენი) კი არის მინიმუმ 50 წლის სიძველის ვენახებიდან. ღვინის ბრენდირება ხდება თელედას ან ორგოს სახელით.

თეთრი ღვინოები დადუღებულია და დაძველებულია ქვევრში დაახლოვებით 6 თვის განმავლობაში, გამოიყენება კანთან კონტაქტი ქვევრში დაძველების მთელ პერიოდში. მუქი ფერი განსაზღვრულია ხანგრძლივი კანთან კონტაქტით, ვენახების სიძველით და ტერუარით.

წითელი ღვინოები დადუღებულია ქვევრში 14-18 დღის განმავლობაში შემდეგ დაცალკევებული ჭაჭისაგან და დაძველებულია ქვევრში, ზოგჯერ კი მუხის კასრებში, სტაბილურობისა და ჟანგბადთან მცირე ურთიერთობისათვის. თეთრი და წითელი ღვინო, განურჩჩევლად ფერისა ბოთლებში ჩამოსხმამდე, უჟანგავ რკინის ავზში თავსდება.