მოსმიერი არის მცირე ზომის, ბუტიკური ტიპის მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონის წინანდალის მიკროზონაში. მოსმიერში იწარმოება პრემიუმ სეგმენტის, მაღალი ხარისხის ღვინო, რომელიც მზადდება ძველი ქართული ტრადიციული და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ღვინის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, უჟანგავი ფოლადის მაცივარი ცისტერნებით. აგრეთვე მოწყობილია ქართული ტრადიციული მარანი 24 ცალი უძველესი ქვევრით. ღვინის დაძველება ხდება ფრანგულის მუხის კასრებში, რომლებიც ჩამოტანილია ბურგუნდიიდან (საფრანგეთი). საწარმოს სრული წარმადობა გათვლილია წელიწადში 180,000 ბოთლის საწარმოებლად. საწარმოსთანვე მდებარეობას რესტორანი ვერანდით, რომელიც გათვლილია 200 ადამიანზე. კომპლექსი აგრეთვე სთავაზობს სტუმრებს მასტერკლასებს, რომელთაც ატარებენ ჩვენი პროფესიონალი მზარეულები, ღვინის დეგუსტაციას, ღვინის გაყიდვას, რთველში მონაწილეობის მიღებას. „მოსმიერის“ საკონფერენციო დარბაზი იდეალური ადგილია კორპორატიული ღონისძიებებისთვის და სხვადასხვა თემატური შეხვედრების ჩასატარებლად. 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა სასტუმრო კომპლექსი „შატო მოსმიერი“, რომელიც შედგება 23 სხვადასხვა ტიპის ნომრისგან. სასტუმრო კომპლექსი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ეძებს სასიამოვნო გარემოს დასვენებისთვის. თბილისში, ბამბბის რიგის 7 ნომერში შეგიძლიათ ეწვიოთ მოსმიერის ღვინის ბარსა და მაღაზიას, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ მოსმიერის ღვინოები.