მსოფლიო ღვინის ატლასის პრეზენტაცია


მსოფლიო ღვინის ატლასის პრეზენტაცია


2019 წლის 26 სექტემბერს ღვინის სფეროში ამ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა – ჰიუ ჯონსონისა და ჯენსის რობინსონის მსოფლიო ღვინის ატლასის ახალი, მერვე გამოცემის პრეზენტაცია, ლონდონის ისტორიულ Vintners’ Hall – ში გაიმართა.

ატლასის პრეზენტაციაზე ჯულია ჰარდინგისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მსოფლიოს მეღვინეობის ქვეყნებიდან ერთობლივად შერჩეული ღვინოები იყო წარმოდგენილი. სულ 22 დასახელების ღვინო, მათ შორის საქართველოდან : ორგო – ქისი 2017 წინანდლის მამული – სოფია 2018.

მოცემული ატლასი მკითხველებს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ განახლებულ, დაზუსტებულ ინფორმაციას სთავაზობს.

ატლასის პრეზენტაციას ბრიტანეთისა და მსოფლიო ღვინის სფეროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ექსპერტები ბევრი იმ ქვეყნიდან, რომლებმაც ატლასის ამ გამოცემის შექმნაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია