ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი


ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი


2021 წელს ასოციაცია „ქართული ღვინო“-სა და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების “RSMEDP” პროექტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის გზების ძიებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა მარნების საჭიროებათა კვლევა, რისი მიზანიც იყო ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის ჩამოყალიბება.

2022 წელს უკვე გაფორმდა ახალი ხელშეკრულება GWA-ს და RSMEDP-ს შორის და ოფიციალურად დაფუძნდა ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი. ჰაბის ფარგლებში ჩატარდა მცირე და საშუალო მარნების ბიზნესის დიაგნოსტირება, რისი საშუალებითაც გამოიკვეთა მარნებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სერვისების მიწოდების საჭიროება.

ჰაბის მუშაობის პრინციპია ხელი შეუწყოს ბიზნეს პროვაიდერებს და მარნებს ერთმანეთთან დაკავშირებაში, მარნის კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხოლო ძირითად მიზანს წარმოადგენს:

  • მცირე და საშუალო მარნების ხელშეწყობა და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება
  • ღვინის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა
  • ბაზრების დივერსიფიკაცია

საბოლოოდ ეს ყველა კომპონენტი ემსახურება ერთ მისიას, დარგის განვითარებას.

ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი იმართება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და მომსახურების გაუმჯობესება ხდება მუდმივი მონიტორინგის და უკუკავშირის საფუძველზე.

მომავალში ჰაბი ასევე დარგს შესთავაზებს საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ექსპორტის, ფინანსების, ინოვაციების დანერგვის და სტანდარტირების მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამა ხორციელდება „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.

 

იხილეთ ასევე

თეგები :

  • ქვევრი
  • ქართული
  • ღვინო
  • ისტორია