ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური კონფერენცია


ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური კონფერენცია


2022 წლის 24-28 აგვისტოს, თბილისში, საქართველოში, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (TSU) თანამშრომლობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდება.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE) არის არაკომერციული, საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნება ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წახალისებას და გაცვლას ღვინის ეკონომიკაში. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს რეფერირებული ჟურნალის —” The Journal of Wine Economics” გამოცემას და კონფერენციების ჩატარებას, რომლებიც მოიცავს ღვინოსთან დაკავშირებულ მიმდინარე ეკონომიკურ კვლევებს.