პუბლიკაციები


დეკემბერი 20, 2023

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი დაარსებიდან დღემდე

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიური 2017 წლიდან დღემდე.

ნოემბერი 4, 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი იტალია

2023 წლის 4-6 ნოემბერს, მერანოში, იტალიაში, ასოციაცია \"ქართული ღვინო\"-ს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მერანოს ღვინის ფესტივალზე საქართველომ კვლავ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან წარმოდგენილი იყო 20 ღვინის კომპანია და საკვები პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი. საქართველო მერანოს ღვინის ფესტივალზე 2007 წლიდან იღებს მონაწი...

ოქტომბერი 31, 2023

(WWTG) წლიური შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) წლიური შეხვედრა გახსა. შეხვედრას საქართველოსთან ერთად, აღნიშნული ჯგუფის წევრი ქვეყნების აშშ-ის, არგენტინის, ავსტრალიის, კანადის, ჩილეს...

ოქტომბერი 25, 2023

Georgian Wine and Food tour

24 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სან-ფრანცისოში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით <span class="xt0psk2...

ოქტომბერი 24, 2023

ქართული ღვინისა და კულინარიის საღამო სან-ფრანცისკოში

21 ოქტომბერს ამერიკის კულინარიის ინსტიტუტში <span clas...

სექტემბერი 27, 2023

ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიაში

2023 წლის 20 სექტემბერს USAID Agricultural Program CNFA Georgia-ს მხარდაჭერით გერმანულ ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის მიზნით ასოციაცია \"ქართული ღვინო\"-ს ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია და გასტრონომიული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, მიშლენის ორვარსკვლავიან რესტორან \"Tantris DNA\"-ში ჩატარდა. ქართული ღვინო სპეციალურად ამ დღისთვის განსაკუთრებულ კერძებს შეუხამა რესტორნის აღმასრულებელმა შეფმა ბენჟამენ ჩმურამ. დეგუსტაციას ესწრებოდნენ გერმანიის წამყვანი ღვინის ჟურნალისტები, იმპორტიორები, ჰორეკას წარმომადგენლები და სომელიეები. ღონისძიების ფარგლებში გაისინჯა 20 დასახელების ქართული ღვი...

ივლისი 29, 2023

ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი

2021 წელს ასოციაცია „ქართული ღვინო“-სა და რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების “RSMEDP” პროექტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა მცირე და საშუალო მეწარმეების ბიზნესის განვითარების და ხელშეწყობის გზების ძიებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა მარნების საჭიროებათა კვლევა, რისი მიზანიც იყო ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბის ჩამოყალიბება. 2022 წელს უკვე გაფორმდა ახალი ხელშეკრულება GWA-ს და RSMEDP-ს შორის და ოფიციალურად დაფუძნდა ბიზნეს დამხმარე სერვისების ჰაბი. ჰაბის ფარგლებში ჩატარდა მცირე და საშუალო მარნების ბიზნესის დიაგნოსტირება, რისი საშუ...

ივნისი 9, 2023

იტალიელი ღვინის ჟურნალისტი მერანოს ღვინის ფესტივალი 2023 -ის შესახებ

სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: Georgia, culla della viticoltura che guarda al presente pescando nella ricchezza del proprio passato - WineNews Georgia, culla della viticoltura che guarda al presente pescando nella ricchezza del proprio passato Alla scoperta delle varietà tradizionali e della vinificazione in anfora, a Kakheti, dove il vino georgiano vive il suo Rinascimento</d...

მაისი 25, 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023

სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023 - Nlinemedia მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023 <div class="cs...

მაისი 22, 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2023

სრული სტატიის სანახავად გადადით ბმულზე: https://at.ge/2023/05/19/merano/?mibextid=Zxz2cZ&fbclid=IwAR23x9NVGk0jsX0E3Tuzykq5wNPd52Y3KIPasJx6GZW5JpTd_hxF75XgpOk მერანოს ღვინის ფესტივალი  საქართველოში <div class="g...

მაისი 18, 2023

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით!

სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს: მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში, შატო მუხრანში, 11 ივნისს გელით! | Marketer მერანოს ღვინის ფესტივალი პირველი ღვინის ფესტივალია ევროპაში და ემსახურება მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური ღვინოების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ფესტივალში მონაწილე მეღვინეობები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მაღალი ხარისხის ღვინოები ამ ღირებულებების დასტურია. <div class="wp_bannerize_container wp_bann...

ივნისი 22, 2022

მერანოს ღვინის ფესტივალი საქართველოში 2022

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც უმასპინძლა მერანოს ღვინის ფესტივალს, იტალიის ფარგლებს გარეთ. ფესტივალი იქნება ყოველწლიური, რაც უფრო მეტად დაეხმარება ქართული ღვინისა და კულინარიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო პლატფორმებზე. 2022 წლის 19 ივნისს, ფესტივალი ისტორიულ ადგილას, შატო მუხრანში, ჩატარდა. ფესტივალზე დასასწრებად საქართველოს, მერანოს ღვინის ფესტივალის პრეზიდენტი და დამფუძნებელი ჰელმუტ კოჰერი, იტალიის სომელიეთა ასოციაციის წარმომადგენელი გიდო ინვერნიცი და ღვინის ჟურნალისტი და იტალიის კამპანიას რეგიონის კონსულტანტი დანტე დელვეკიო ესტუმრნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები, სამინის...

აპრილი 8, 2022

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური კონფერენცია

2022 წლის 24-28 აგვისტოს, თბილისში, საქართველოში, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მე-14 ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (TSU) თანამშრომლობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდება. ღვინი...

აპრილი 5, 2021

საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი

  ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის მაისის თვეში საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავისა და მისგან დამზადებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას, მთელ მსოფლიოში. კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რ...

ოქტომბერი 16, 2020

გეორგ ბინდერი

🖤 დღეს ვემშვიდობებით გეორგ ბინდერს. დოქტორი ბინდერი გერმანიის ქალაქ ნოიშტატის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ენოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, გერმანელი სტუდენტების თაობების უცვლელი ლექტორი, ღვინის ექსპერტი, კონსულტანტი და მკვლევარი, ღვინის დარგის არაერთი საერთაშორისო დარგობრივი სტრუქტურის წევრი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო. გეორგ ბინდერის სახელთან მყარად არის დაკავშირებული ქართული ღვინის აღორძინება და ახალი სოცოცხლე. ქართულმა მეღვინეობამ უკანასკნელი 23 წლის განვითარების გზა გეორგ ბინდერთან ერთად და მისი დიდი გულშემატკივრობითა და ხელშეწყობით გამოიარა. ბატონი ბინდერი 12 წლის განმავლობაში იყო დაკავებული ქართული ღვინის დარგი...

ივლისი 10, 2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს\" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. „წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენი...

ივლისი 10, 2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2020

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინდეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდეემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. „წელს კონკურსზე 460 ღვინის ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც 3-ჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილ ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენ...

ივნისი 7, 2020

საერთაშორისო რანგის ქართველი ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა. მათივე ცნობით, კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ენოლოგი, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. „წელს კონკურსზე 460 ღვინის...

მაისი 23, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, იტალიის მთავრობის წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ..

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მინისტრმა, ტერეზა ბელანოვამ ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების კომისიის ვიცე-პრეზიდენტი პაოლო დე კასტრო, იტალიის სავაჭრო, ინდუსტრიის, სახელოსნო და სოფლის მეურნეობის პალატების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი და კაზერტას სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ტომაზო დე სიმონე, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგან...

დეკემბერი 15, 2019

Saperavi& Co

2019 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ ფრანკფურტში, გერმანია ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოები და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ქართული ღვინო გაისინჯა. ღონისძიების მოდერატორი ღვინის ცნობილი კრიტიკოსი და ევროპული ღვინის ჟურნალ „ვინუმის“ მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი იყო. ღონიძიების ორგანიზატორია ასოციაცია \"ქართული ღვინო\" და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ადგილობრივი საკონსულო.

ოქტომბერი 30, 2019

ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2019

2019 წლის 27-29 ოქტომბერს, ქალაქ ბოსტონში, აშშ \"ქართული ღვინის ფორუმი“ მეორედ გაიმართა. 28 ოქტომბერს, კემბრიჯში, აშშ, კერძოდ კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ღონისძიებათა მართვის ოფისში (კლუბში) , ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი, ქართული ღვინის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია რომ ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც 2011 წლიდან იღებს სათავეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ჩატარდა. ქართველი და უცხოელი ღვინის სექტორის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას დაესწო ყველასათვის ცნობილი პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი და ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრ...

სექტემბერი 27, 2019

მსოფლიო ღვინის ატლასის პრეზენტაცია

2019 წლის 26 სექტემბერს ღვინის სფეროში ამ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ჰიუ ჯონსონისა და ჯენსის რობინსონის მსოფლიო ღვინის ატლასის ახალი, მერვე გამოცემის პრეზენტაცია, ლონდონის ისტორიულ Vintners’ Hall - ში გაიმართა. ატლასის პრეზენტაციაზე ჯულია ჰარდინგისა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მსოფლიოს მეღვინეობის ქვეყნებიდან ერთობლივად შერჩეული ღვინოები იყო წარმოდგენილი. სულ 22 დასახელების ღვინო, მათ შორის საქართველოდან : ორგო - ქისი 2017 წინანდლის მამული - სოფია 2018. მოცემული ატლასი მკითხველებს საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის შესახებ განახლებულ, დაზუსტებულ ინფორმაციას სთავაზობს. ატლასის პრეზენტაციას ბრიტანეთისა და მსოფლი...

აპრილი 2, 2019

„საქართველო – ღვინის სამშობლო“ – გამოფენა ტოკიოში

ტოკიოში ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 15 მარტს ოფიციალურად გახსნის. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრი „ტერადა ვეარჰაუსი“ (Terrada Warehouse) მასპინძლობს. ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ვიზიტორებს ინტერაქციის შესაძლებლობის მქონე ვიდეოპროექციით შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მოიძიონ. გამოფენის ფარგლებში იგეგმება ღვინის დეგუსტაცია, ვორქშოფი ხინკლის მომზადების შესასწავლად, ასევე, ჭაჭა-Party, სადაც ქართველი დიჯეი დაუკრავს. როგ...

მარტი 19, 2019

ქართული ღვინო მსოფლიოს უმსხვილეს გამოფენაზეა წარმოდგენილი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმეებმა წარადგ...

მარტი 15, 2019

ტოკიოში გამოფენა „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას „საქართველო – ღვინის სამშობლო“მასპინძლობს. მთავარობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ექსპოზიცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დღეს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურის წარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. პრ...

მარტი 13, 2019

„საქართველო – ღვინის სამშობლო“ – ტოკიოში მასშტაბური გამოფენა გაიმართება

გამოფენის სტუმრებს არა მხოლოდ ქართული ღვინის დაგემოვნება, არამედ ქართული მეღვინეობის ისტორიის გაცნობა შეეძლებათ თბილისი, 13 მარტი - Sputnik. ტოკიოში გაიმართება მასშტაბური გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - ღვინის სამშობლო“, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. გამოფენა 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება. 10 მარტიდან გამოფენა საცდელ რეჟიმში მუშაობს. თანამედროვე იაპონური ტექნოლოგიების წყალობით გამოფენის ფარგლებში გაცოცხლდება საქართველოს მეღვინეობის ისტორია. ექსპოზიცია გააერთ...

მარტი 11, 2019

ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა„საქართველო – ღვინის სამშობლო“ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. „გამოფენა დამთვალიერებლებისთვის უკვე ღიაა. 15 მარტს გაიმართება საზეიმო ...

მარტი 8, 2019

„საქართველო – ღვინის სამშობლო“ _ გამოფენა ტოკიოში

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა  „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტს გაიხსნება. პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციცია  „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.   ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.  პროექტი განხორ...

სექტემბერი 5, 2017

ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი

2017 წლის 3 სექტემბერს იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები და სომელიეები. ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდაჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის თქმით, სიმპოზიუმი მნიშვნელოვანია მეღვინე-მეწარმეებისათვის და მათი საქმის პოპულარიზაციისთვის. <p style="text...