ვაინმენი


ვაინმენი


სანდრო ჯორჯაძის მიერ 1998 წელს დაარსებული კომპანია ვაინმენი არის ოჯახური კომპანია. კომპანიის მისიაა მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ქარხანაში ღვინის შექმნას ხელმძღვანელობენ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეები დავით მაისურაძე და რევაზ ლაშხი. ისინი აკონტროლებენ  წარმოების ყველა პროცესს, დაწყებული ყურძნის პირველადი დამუშავებიდან დამთავრებული ჩამოსხმით, ღვინის მაღალი ხარისხის გარანტირებული შენარჩუნების პირობებში.

2009 წელს ტრადიციულ ხაზს დაემატა ახალი ბრენდი სახელწოდებით „სანთელი“. ამ ღვინოების წარმოებისათვის ყურძენი იკრიფება ახალგაზრდა ვაზებიდან. „სანთელი“-ის ღვინოები ხასიათდება საქართველოს მეღვინეობის გულში — კახეთში მოწეული ყურძნის ჯიშების ინდივიდუალობით. ისინი გამოირჩევიან თავისი ახალგაზრდა და ხილის ინტენსიური გამოხატულებით. კომპანია ღვინის მოყვარულებს სთავაზობს ისეთ საინტერესო ღვინოებს, რომლებიც თავისი მრავალფეროვანი გემოვნური თვისებებით კარგად ერწყმის სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოებს.