წინანდლის ვენახები


წინანდლის ვენახები


წინანდლის მამული არის ადგილი, სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. პირველად ბოთლში ქართული ღვინო აქ ჩამოისხა. 1839 წლის მოსავლის საფერავი და მეცხრამეტე საუკუნის სხვა ისტორიული ღვინოები დღესაც ინახება წინანდლის ენოთეკაში.

ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს წინანდლის მამული ერთის მხრივ აგრძელებდა მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციას და მეორეს მხრივ თანამედროვე მიდგომის ახალ სტანდარტს ქმნიდა.  ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და აქ თანაარსებობს კლასიკური ევროპული და ქართული ქვევრის მეღვინეობა. დღეს ვენახის ნაწილზე გაშენებულია ორგანული ღვინო, რომელსაც ჩვენშიც სულ მეტი მიმდევარი ჰყავს.

ვენახში 11 მხოლოდ ქართული ჯიშის ვაზია. უნიკალური ვენახი შემოსაზღვრულია ორი ხევით და ტყით და ის რასაც მეღვინეობაში ტერუარი ჰქვია, აქ მართლაც განსაკუთრებულია.