წინანდლის ძველი მარანი


წინანდლის ძველი მარანი


ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „მილდიანი ჯგუფი“ 1991 წელს, დაარსდა. ოთხმა ძმამ საუკეთესო ქართული ღვინის შექმნა გადაწყვიტა და კომპანიის მთავარ ღირებულებად ხარისხი აირჩია. ღვინო მათი ისტორიის ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას წესების დაცვით გადაეცემა. ტრადიციებით შთაგონებული ღვინო კი, მილდიანების გვარის ოჯახური მემკვიდრეობაა.

კომპანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ღვინის სამ საწარმოს ფლობს: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”, შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი” და სუვენირული ღვინოების მინი ქარხანა შპს ”ვაზი-1“.

ქართული ტრადიციული მეთოდებით მოყვანილი ყურძენი, კომპანიის კუთვნილ ღვინის მარნებში ღვინდება, რომელიც თანამედროვე იტალიური და ფრანგული დანადგარებითაა აღჭურვილი.