ტყუპების საღვინე სახლი


ტყუპების საღვინე სახლი


„ტყუპების საღვინე სახლი“ 1997 წელს დააარსეს ტყუპმა ძმებმა გელა და გია გამტკიცულაშვილებმა თავიანთი ოჯახის მარნის ბაზაზე. კომპანია ტრადიციული კახური მეთოდით ქვევრებში აყენებს რამდენიმე სახის ღვინოს; რქაწითელს, კახურ მწვანესა და საფერავს. ამჟამად ტყუპების მარანში განთავსებულია 127 ქვევრი, მათი უმეტესობა 3.5 და 4.5 ტონიანი მოცულობისაა.

კომპანია აქტიურადაა ჩართული ღვინის ტურიზმში და ვიზიტორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს; ძველი მარნისა და ახალი წარმოების დათვალიერება, რთველში მონაწილეობის მიღება, XVIII საუკუნის საწნახელში ყურძნის დაწურვა, ჭაჭისგან არყის გამოხდაში მონაწილეობის მიღება და კულინარიული მასტერკლასები. 2014 წლიდან, ტყუპების საღვინე სახლში, სოფელ ნაფარეულში, მსოფლიოში პირველი ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარნის გარდა აქ არის სასტუმრო და რესტორანი.