ტიფლისსკი ვინნი პოგრებ


ტიფლისსკი ვინნი პოგრებ


კომპანია „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ი  დაარსდა 2 000 წელს და წარმოადგენს რუსულ-ბრიტანულ ინვესტიციას საქართველოს მეღვინეობის დარგში. საწარმოს სრული წარმოების მოცულობა შეადგენს 6 მილიონ ბოთლს წელიწადში და პროდუქციის წარმოების ყველა პროცესი კონტროლდება ISO 22000 სტანდარტების მიხედვით. წამყვანი სავაჭრო მარკაა – ქართული ვაზი.

„ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ი აწარმოებს ქართული მეღვინეობისთვის დამახასიათებელ ღვინის ყველა ძირითად სახეობას. აგრეთვე სხვადასხვა ორიგინალურ ღვინოებს რომელთა დასახელებები კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენენ. ასეთი ღვინოებია: მერანი, რთველი, მტევანი, ტიფლისური ძველი.

ნაციონალურ თუ საერთაშორისო  კონკურსებზე  „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“-ს მოპოვებული აქვს მრავალი ჯილდო  და ოქროს მედალი.