თბილღვინო


თბილღვინო


თბილღვინო ერთერთი წამყვანი კომპანიაა მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაში. ის დაარსდა 1962 წელს ხოლო 1999 მოხდა მისი რესტრუქტურიზაცია და კომპანიაში შეიქმნა ღვინის კეთების ახალი ფოლოსოფია.

ამჟამად კომპანიის მფლობელობაშია ორი საწარმო ყვარელსა და თბილისში, ასევე საფერავის ჯიშის ვენახები თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემით.  კომპანია  აწარმოებს ქვევრის ღვინოს და ასევე გამოუშვა ახალი პროდუქტი ჭაჭა. თბილვინო ადგილობრივ ბაზარზე ერთერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ამავდროულად კი გაყიდვების 95% ს წარმატებით ჰყიდის მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში.

თბილღვინოს მენეჯმენტი ორიენტირებულია მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოებაზე, ახალი მეთოდების დანერგვაზე, საკუთარი ვენახების გაშენებაზე და ამავდროულად უძველესი ღვინის წარმოების მეთოდების მოძიება-შენარჩუნებაზე.