შუხმან ვაინს ჯორჯია


შუხმან ვაინს ჯორჯია


„შუხმან ვაინს ჯორჯია“ წარმოადგენს გერმანულ ინვესტიციებზე დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც 2006 წელს გერმანელი ბიზნესმენის და ღვინის ენთუზიასტის, ბურხარდ შუხმანის მიერ დაარსდა.

შუხმანი აწარმოებს ორი ტიპის ღვინოს – ევროპულსა და ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ, ქვევრის ღვინოს. კომპანიის ვენახებ  გაშენებულია ნაფარეულში, კისისხევსა და შილდაში.

გარდა იმისა, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ძირითადად ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ამავდროულად აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში. „შუხმან ვაინსის შატო იყო პირველი, რომელიც სთავაზობდა ტურისტებს დახვეწილი სერვისის ღვინის ტურიზმს. მთავარი განსხვავებული მომსახურება, რაც დაემატა შუხმანის შატოს, არის ღვინის სპა.

2015 წელს  შეიქმნა კომპანია Schuchmann Travel, მოგვიანებით კი ბიზნეს დაჯილდოებაზე დასახელდა წამყვან შემომყვან კომპანიად.  „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ძველ თბილისში მდებარე ,ისტორიულ ქარვასლას ნაწილში  ფლობს ასევე ღვინის ბარს.