შატო მუხრანი


შატო მუხრანი


გემოვნების და ტრადიციების     კანონმდებელი, საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციების ლიდერი, იმპერატორთა და არისტოკრატთა წვეულებების მშვენება – “შატო მუხრანის” ღვინო, რომელიც XIX საუკუნეში უმაღლეს საფეხურზე აიყვანა ივანე მუხრანბატონმა, ყოველთვის ღირსეულ კონკურენციას უწევდა მსოფლიოს საუკეთესოდ აღიარებულ ღვინოებს.

დღეს ამ ტრადიციის გამგრძელებელია კომპანია “შატო მუხრანი”, რომლის მიერ წარმოებული უმაღლესი სტანდარტის ღვინოები უკვე ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ მაღაზიებსა და რესტორნებს. იდეალური ხარისხის ადგილობრივმა მოსავალმა, უახლესმა აღჭურვილობამ, უნიკალურმა მდებარეობამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა “შატო მუხრანს” ქართული ღვინის სახელის აღორძინების გარანტირებული შესაძლებლობა მიანიჭა მსოფლიო მასშტაბით.

2007 წელს „შატო მუხრანი“ თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას იწყებს. 2007 წლის შემდეგ „შატო მუხრანის“ ღვინის დაყენება მხოლოდ მის ვენახებში მოყვანილი ყურძნით ხდება. „შატო მუხრანი“ ამჟამად აწარმოებს ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ – ჭაჭას, რომლის დისტრიბუციაც ხორციელდება როგორც „Marussia Beverages”-ის, აგრეთვე ჯგუფის არაწევრი კომპანიების მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.