შალღვინო


შალღვინო


კომპანია „შალვინო“  2008 წელს დაარსდა . მის ძირითად  საქმიანობას წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზაცია.  კომპანიის კუთვნილი საწარმო მდებარეობს კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში. ვენახები გაშენებულია უმდიდრესი ნიადაგური შემცველობის მქონე ალაზნის ველის მიწებზე, ზღვის დონიდან 390 მეტრ სიმაღლეზე. წარაფების, ახოების და მოწყობილის მიკროზონაში მოყვანილი ყურძენი  ოდიდგანვე ითვლებოდა საუკეთესოდ  ნამდვილი კახური ქვევრის  ღვინის დასამზადებლად.

კუთვნილ  ვენახებში დაკრეფილი ყურძენი მუშავდება თანამედროვე იტალიური წარმოების მანქანა-დანადგარებით.  კომპანია  არ ივიწყებს ძველ ქართულ ტრადიციებს და ღვინოს ამზადებს, როგორც ევროპული ტრადიციების მიხედვით, ასევე კახური მეთოდით. აქვს საკუთარი მარანი, ასოცდაათი  ქვევრით, რომლის მთლიანი მოცულობა 220 ტონას შეადგენს. ქვევრში მზადდება და ძველდება უმაღლესი ხარისხის რარიტეტული კახური ქვევრის ღვინო. ასევე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით კომპანია „შალვინო“ ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებული ღვინის „კარდენახი“-ს ერთადერთი მწარმოებელია.