ქინძმარაულის მარანი


ქინძმარაულის მარანი


კომპანია „ქინძმარაულის მარანი“ დაარსდა 2001 წელს. კომპანიის თანამედროვე საწარმო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილობრივი ვაზის 500-მდე აბორიგენული ჯიში არსებობდა, აქედან 423 „ქინძმარაულის მარანის“ მიერ მოძიებულია და ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკოლექციო ვენახშია გაშენებული. ვენახები და საწარმო საქართველოს ისტორიული კუთხის- კახეთის შუაგულში მდებარეობს. ეს კუთხე მდიდარი და მრავალფეროვანი მევენახეობის კულტურით გამოირჩევა, რაც განპირობებულია უნიკალური კლიმატური პირობებითა და ლანდშაფტით.

ეს გამორჩეული ადგილმდებარეობა „ქინძმარაულის მარანს“ საშუალებას აძლევს კახური ყურძნის ჯიშებისგან და მეღვინეობის ტრადიციების გამოყენებით აწარმოოს ღვინის ოცამდე სახეობა, ამავდროულად, კომპანია აწარმოებს ორი სახეობის, ქართულ ტრადიციულ სპირტიან სასმელს- ჭაჭას.