ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია


ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია


“ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია” ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს თელავში, სოფელ აჩინებულში მდებარე ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა.

კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადიციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგენს, 30% კი საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.

კომპანია “GWS” ახლო მომავალში , მომხმარებელისთვის საკუთარი ვენახებიდან ბიოტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი ღვინის წარდგენას ფიქრობს.