მეგობრების მარანი


მეგობრების მარანი


მეგობრობამ, საქართველომ და ღვინის სიყვარულმა თერთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი ერთი იდეის გარშემო გააერთიანა და ნელქარისის მამულების ისტორიაც აქედან დაიწყო. მამულების, რომელიც ძველი ნაქალაქარის ნეკრესის, იგივე ნელქარისის, ისტორიას ინახავს და ქმნის ახალს – ნელი ქარებით, ღვინის სურნელითა და სიყვარულით გაჯერებული ქალაქის სახეს.

„იკანო“  ძველი  და თანამედროვე ტრადიციების შერწყმის საუკეთესო მაგალითია – ქართული და ევროპული ჯიშების ნაზავი. „მეგობრების მარანი“ კი, კლასიკური ქართული ღვინო. ჩვენი კომპანია მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ვაწარმოოთ მცირე რაოდენობის საუკეთესო ხარისხის ქართული ღვინო. სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენ ღვინოს და გიწვევთ ჩვენ სამეგობრო წრეში.

ნელქარისის მამულებში თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის ღვინო, მოინახულოთ ჩვენი წარმოება და მამულები, გამართოთ სხვადასხვა სახის წვეულება ან უბრალოდ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით,  ჭიქა ღვინოსთან და უგემრიელეს კერძებთან  ერთად.