მეღვინეობა ვაზიანი


მეღვინეობა ვაზიანი


„ვაზიანი კომპანი“ დაარსდა 1982 წელს და არის ქართული ღვინის წარმოების ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. 2012 წელს  აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის საწარმო და აღიჭურვა უახლესი მოწყობილობა-დანადგარებით. საწარმოო პროცესის ყველა ეტაპზე: ყურძნის შერჩევიდან საბოლოო პროდუქციამდე, დანერგილია ხარისხის კონტროლის უმკაცრესი სიტემა. კომპანიაში 2015 წელს დაინერგა ISO22000-საერთაშორისო სტანდარტი.

ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციების გათვალისწინებით, მართვის და კონტროლის თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, კომპანია განაგრძობს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

კომპანია აწარმოებს ღვინოს არა მარტო ევროპული ტექნოლოგიით, არამედ უძველესი ქართული  მეთოდითაც,  იგი გულისხმობს ღვინის დაყენებას და შენახვას  ქვევრში, რაც ქართული ღვინის და ზოგადად ქართული კულტურის ერთგვარი სავიზიტო ბარათია.