მეღვინეობა ხარება


მეღვინეობა ხარება


ღვინის მწარმოებელი კომპანია “მეღვინეობა ხარება” უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. შესაბამისად, კომპანია მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს.

თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, კომპანიამ მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაში გააჩნია 1000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება საქართველოს ორ რეგიონში: აღმოსავლეთ და დასავლეთში – იმერეთი.

შერჩევითი რთველის დროს საუკეთესო მტევნები მიაქვთ მარანში, სადაც იგი კვლავ გაივლის სელექციას. ეს პროცესი  არის მაღალი ხარისხის ღვინის დამზადების წინაპირობის საფუძველი.

ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და განსხვავებული  კლიმატური პირობები კომპანიას საშუალებას აძლევს აწარმოოს მაღალი ხარისხის განმასხვავებელი ნიშნის მქონე პროდუქტი. განსაკუთრებული მუშაობის სტილი და ასევე ღვინის განვითარება მარანში მიგვანიშნებს „ცოცხალ“ ასორტიმენტზე. მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები გამუდმებით ცდილობენ გააუმჯობესონ ღვინოების ხარისხი.