მეღვინეობა დანიელი


მეღვინეობა დანიელი


მეღვინეობა დანიელი ეს არის პატარა საოჯახო საწარმო, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის რაიონში, სოფელ არგოხში.

კომპანიის ფილოსოფია ითვალისწინებს ქართული ღვინის გაჯანსაღებას, პატივისცემას და გამდიდრებას ადგილობრივი მევენახეობის ტრადიციების დაცვით  ისევე, როგორც  თანამედროვე ტექნოლოგიური პრაქტიკის გამოყენებით.

მეღვინეობა დანიელის ვენახების დიდი ნაწილი განთავსებულია კავკასიონის მთების სამხრეთის ფერდობებზე. მხარე ცნობილია ვაზის უძველესი ჯიშებით რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს თითქმის გადაშენების პირას იყო მისული. სწორედ ერთ-ერთი ასეთი უნიკალური ჯიშის „ქისის“ მოყვანით არის კომპანია დაკავებული და ამაყია, რომ აქვს შესაძლებლობა გააცნოს მსოფლიოს მისი გამორჩეული გემო.