კორპორაცია ქინძმარაული


კორპორაცია ქინძმარაული


კორპორაცია ქინძმარაული მდებარეობს ქალაქ ყვარელში, ისტორიული ყვარლის ციხის ტერიტორიაზე. მეფე ერეკლეს მეფობის დროს, როგორც  სხვა სამეფო ღვინის მარნებში, კორპორაცია ქინძმარაულის საწარმოშიც დიდგვაროვნებისთვის ღვინო იწარმოებოდა.

საწარმო ქინძმარაულსა და ყვარლის მიკროზონებში ფლობს 150 ჰექტარ ვენახს, საიდანაც 100 ჰექტარი ქინძმარაულის ტრადიციულ მიკროზონაშია გაშენებული. ყოველწლიურად კომპანია აწარმოებს 25 სახის ღვინოს და 10 მდე სახის ღვინის ბრენდს, როგორც ჩვენი საკუთარი ვენახებიდან მოწეული ასევე ადგილობრივი გლეხებიდან შეძენილი ყურძნისგან. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი ხდება მსოფლიოს 19 ქვეყანაში და იყიდება აგრეთვე ადგილობრივ ბაზარზე.პროდუქციის მაღალ ხარისხზე  მეტყველებს ადგილობრივ და საერთაშორისო ღვინის გამოფენებსა თუ კონკურსზე მიღებული მრავალი ჯილდო, რაშიც კორპორაცია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს.  კორპორაცია ქინძმარაული აქტიურადაა ჩართული ღვინის ტურიზმში. მარანში მუდმივად მასპინძლობენ ტურისტებს, აწყობენ მასტერკლასებს და დეგუსტაციებს.კორპორაციის  მფლობელობაშია  ბრენდირებული მაღაზია, რესტორანი და სასტუმრო „შატო ყვარელი“.