კორპორაცია ქართული ღვინო


კორპორაცია ქართული ღვინო


“კორპორაცია ქართული ღვინო” 1999 წელს დაარსდა და ძირითად მიზნად ალკოჰოლური სასმელების დამზადება-რეალიზაცია დაისახა. წარმოება თელავის რაიონში, მეღვინეობით სახელგანთქმულ სოფელში, წინანდალში მდებარეობს.

კომპანია ღვინოებს რამდენიმე განსხვავებული სავაჭრო ნიშნით აწარმოებს, რომელთა რეალიზაციაც, როგორც ადგილობრივ,  ასევე უცხოურ ბაზრებზე ხორციელდება. დღეისთვის  „კორპორაცია ქართული ღვინო“  ბევრ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს, რაც ხელს უწყობს კომპანიის ექსპორტის ზრდასა და ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად დამკვიდრებას.