“კახური ტრადიციული მეღვინეობა“ღვინისა და მაღალ ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში. კომპანია დაარსდა 2001 წელს და დღეისათვის ფლობს საწარმოებს პატარძეულში, ველისციხეში, ქედაში და საგურამოში, სადაც იწარმოება ღვინის, ტრადიციული ჭაჭის, ქართული ბრენდისა და ცქრიალა ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
კომპანია ჩართულია ენოტურიზმის განვითარებაში, რის ფარგლებშიც 2011 წელს კახეთში, ველისციხეში საგვარეულო ღვინის მარანი – „ველისციხის ვერანდა“ განახლდა, მას დაემატა ისტორიულ დედაქალაქ – მცხეთაში რესტორანი და მარანი „ქართული ღვინის პალატა“. 2015 წელს კი საგურამოში კომპანიამ აღადგინა თადეოზ გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძისეული ისტორიული მარანი.
უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით „კახური ტრადიციული მეღვინეობა“უმაღლესი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.