ღვინის კომპანია შუმი დაარსებულია 2001 წელს და მდებარეობს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ ცენტრში, სოფ. წინანდალში. სიტყვა შუმი ძველი დროიდან საქართველოში ნიშნავდა განუზავებელ, სუფთა ღვინოს.
ღვინის კომპანია შუმის მფლობელობაშია ვენახები საქართველოს თითქმის ყველა უნიკალურ მიკროზონაში. კომპანია შუმის ასორტიმენტი მოიცავს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, შემაგრებულ ღვინოს, ღვინის ბრენდის და ჭაჭას. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არაერთხელ იქნა აღიარებული და დაჯილდოვებული მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენასა და დეგუსტაციაზე.
„ღვინის კომპანია შუმმა“ პირველმა საქართველოში დაარსა ვაზისა და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“, სადაც წარმოდგენილია გადაშენებას გადარჩენილი 325 ქართული და 105 – მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიშები.
კომპანია შუმის ასორტიმენტი მოიცავს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, შემაგრებულ ღვინოს, ღვინის ბრენდის და ჭაჭას. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არაერთხელ იქნა აღიარებული და დაჯილდოვებული მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენასა და დეგუსტაციაზე.