ბაგრატიონი


ბაგრატიონი


ბაგრატიონი 1882 საქართველოში ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა. კომპანიის წილი ადგილობრივ ბაზარზე 80%-ს შეადგენს. ბაგრატიონი 1882 გამორჩეული ისტორიის მქონე კომპანიაა, იგი უკავშირდება ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს, პირველ ქართველს რომელმაც დაიწყო ცქრიალა ღვინოების წარმოება კლასიკური, მეორადი ფერმენტაციის გამოყენებით და 1882 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია.

დღეს კომპანიის მიერ გაწეული ინვესტიციები წარმოებასა და ტექნოლოგიებში საშუალებას აძლევს ბაგრატიონი 1882-ს აწარმოოს ცქრიალა ღვინოები როგორც ტრადიციული მეთოდით, რომელიც თავდაპირველად იყო გამოყენებული შამპანიურის წარმოებაში, ასევე შარმატ მეთოდით რათა შექმნას ცქრიალა ღვინოების ფართო არჩევანი სხვადასხვა სიტუაციებისთვის და გემოვნების მქონე ადამიანებისათვის.