ათენა


ათენა


სავაჭრო ნიშანი: Maisuradze Wines

შპს „ ათენა“ კახეთში ახლად გახსნილი ბუტიკის ტიპის მარანია. კომპანიის ძირითადი მიზანი მაღალხარისხიანი და მცირე რაოდენობის ღვინის წარმოებაა. ცნობილი მეღვინე დავით მაისურაძე თანამედროვე და ძველი მეთოდების გამოყენებით საქართველოში  საუკეთესო საფერავს, მუკუზანსა და აის ვაინს აყენებს. ღვინის დაწურვისას კომპანია საკუთარი ვენახების ყურძენს იყენებს. კომპანიის ვენახები კახეთშია გაშენებული.

შპს „ ათენას“ ღვინოები უფრო მაისურაძის ღვინოების სახელითაა ცნობილი აზიის ბაზარზე. ღვინის მოყვარულებს კი 2017 წლის შემოდგომიდან ამ უნიკალური ღვინის გასინჯვასა და ყიდვას საქართველოშიც წინანდლის რეზიდენციაში/ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შესძლებენ.