ყვარლის სარდაფი


ყვარლის სარდაფი


შპს „ყვარლის სარდაფი ქინძმარაულის მიკროზონაში, ყვარლის კონიაკის საწარმოს ბაზაზე 2001 წელს დაარსდა.  თავდაპირველად კომპანია მხოლოდ ბრენდის აწარმოებდა.

ქარხანა გადაიარაღდა, სრულად განახლდა ყურძნის გადამუშავების ტექნოლოგიები, ღვინის მასალის შენახვის შესაძლებლობები სარდაფში, წითელი და თეთრი ღვინის და ასევე, კონიაკის ჩამოსხმა. საწარმოში მიმდინარეობს სპირტიანი სასმელების უმკაცრესი კონტროლი დამზადების და ჩამოსხმის ყველა ეტაპზე. გამოყენებული მოწყობილობები დამზადებულია ევროპული კომპანიების მიერ, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. განხორციელდა ასევე ღვინის ჩამოსხმის პროცესის კარდინალური ცვლილება. რეგულირდება ღვინის ფერმენტაციის ტემპერატურა, ღვინის მასალის დისტილაციის მთელი ციკლი საკონიაკე სპირტიან სასმელში,  ძველ ტრადიციებთან ჰარმონიზაციით.

მესვეურებს შორის მუდმივი დისკუსიის საგანს წარმოადგენს  საკონიაკე სპირტის დისტილაციის მეთოდი ,  ერთნი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია შარანტას ტიპის საწარმოო აპარატებიდან გადავიდნენ მასობრივი წარმოების დანადგარებზე, ხოლო მეორე, მფლობელების ნაწილი ძველი თაობიდან, ემხრობა  ტრადიციებს და თვლის რომ ღვინის დისტილაცია უნდა მოხდეს მხოლოდ შარანტას ტიპის პერიოდული მოქმედების ფრანგულ აპარატებზე.