2024

სოციაცია“ ქართული ღვინო“- ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის 6-7 ივლისს, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მისია:

  • წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში

კონკურსის მიზანი:

  • მსოფლიოსთვის საუკეთესო წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ღვინოების წარდგენა, როგორც  ადგილობრივი ისე უცხოური ბაზრებიდან

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით  საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური დარჩენილი რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
        • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
        • ბრენდის დასახელება
        • ღვინის დასახელება
        • ჩამოსხმის წელი
        • ყურძნის ჯიში
        • რეგიონი/ქვეყანა
        • მოცულობა
  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ გადახდის ქვითარი.

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს მისამართზე: მიხეილ ზანდუკელის ქ. 7, 0108 თბილისი,  10 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით(შაბათ-კვირის გარდა), 13:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.

მნიშვნელოვანი:

  • ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
  • კომპანიას შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 10 სახეობის ღვინო.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 100 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი:  TBCBGE22

მიმღების ანგარიში:  GE62TB7055136080100006

დანიშნულება: საფერავის საერთაშორისო კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი  ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას,  ღვინის  შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი  ჟიური.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება  მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა: საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-თან შეთანხმებით.

*საფერავი– საფერავი ყველაზე გავრცელებული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი გამოიყენება ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლადაც. საფერავისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.

2022

სოციაცია“ ქართული ღვინო“- ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველოში საფერავის მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მისია:

  • წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში

კონკურსის მიზანი:

  • მსოფლიოსთვის საუკეთესო წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ღვინოების წარდგენა, როგორც  ადგილობრივი ისე უცხოური ბაზრებიდან

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით  საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური დარჩენილი რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
        • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
        • ბრენდის დასახელება
        • ღვინის დასახელება
        • ჩამოსხმის წელი
        • ყურძნის ჯიში
        • რეგიონი/ქვეყანა
        • მოცულობა
  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ გადახდის ქვითარი.

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, 17 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.

მნიშვნელოვანი:

  • ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
  • კომპანიას შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ 10 სახეობის ღვინო.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 70 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი:  TBCBGE22

მიმღების ანგარიში:  GE62TB7055136080100006

დანიშნულება: საფერავის საერთაშორისო კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი  ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას,  ღვინის  შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი  ჟიური.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება  მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა: საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-თან შეთანხმებით.

*საფერავი– საფერავი ყველაზე გავრცელებული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი გამოიყენება ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლადაც. საფერავისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.

2021

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2021 წლის მაისში, საქართველოში საფერავის მეორე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მისია:

  • წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში

კონკურსის მიზანი:

  • მსოფლიოსთვის საუკეთესო წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის, საფერავის ღვინოების წარდგენა, როგორც  ადგილობრივი ისე უცხოური ბაზრებიდან

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით  საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელი ჯიშის ყურძნის საფერავში შერევით წარმოებული ღვინო, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.  კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.

კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
        • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
        • ბრენდის დასახელება
        • ღვინის დასახელება
        • ჩამოსხმის წელი
        • ყურძნის ჯიში
        • რეგიონი/ქვეყანა
        • მოცულობა
  • წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის ქვითარი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე Saperavi@gwa.ge

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს მისამართზე: მთაწმინდის ქ. 12, 0108 თბილისი, 19 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით, 13:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი და ამობეჭდილი სარეგისტრაციო ფორმა.

მნიშვნელოვანი:

♦ ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ ასოციაცია „ ქართული ღვინო“

მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი:  TBCBGE22

მიმღების ანგარიში:  GE62TB7055136080100006

დანიშნულება: საფერავის საერთაშორისო კონკურსის საფასური

თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2021 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი  ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას,  ღვინის  შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი  ჟიური.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება  მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება.

ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა: საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-თან შეთანხმებით.

*საფერავი– საფერავი ყველაზე გავრცელებული ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. საფერავისგან მზადდება მაღალხარისხიანი წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით. საფერავი გამოიყენება ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლადაც. საფერავისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.

2020

ასოციაცია“ ქართული ღვინო“- ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2020 წლის 9 და 10 ივლისს, საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდება.

კონკურსის მიზანი:

მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა (როგორც ქართული ასევე უცხოური); ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა; სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის* ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება. კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

• ღვინო ქვევრში უნდა იყოს დაყენებული, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით; • ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული; • წარდგენილი ღვინის წლიური მინიმალური წარმოება 400 ბოთლზე ნაკლები არ უნდა იყოს;

ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

o მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება o ღვინის დასახელება o ჩამოსხმის წელი o ყურძნის ჯიში o რეგიონი/ქვეყანა o მოცულობა ნიმუშების წარდგენა:

წარდგენილი თითოეული ნიმუში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

• წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ) • ბოთლს უნდა ჰქონდეს კომერციული ეტიკეტი

ნიმუშების მოტანამდე საჭიროა ელექტრონული ანკეტის შევსება და მისი გამოგზავნა ელ-ფოსტით მისამართზე- qvevri@gwa.ge 2020 წლის 24 ივნისამდე.

ნიმუშების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

თბილისი: 15-17 და 29-30 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; ასოციაცია „ ქართული ღვინო“ – მთაწმინდის ქ. 12, 0108.

წინანდალი: 22-24 ივნისი; 11:00 -დან 17:00 საათამდე; სოფელი წინანდალი, წინანდალი, 2217.

საკონკურსო ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 2020 წლის 24 ივნისი.

ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:

ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 50 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ააიპ „ ქართული ღვინო“ მიმღები ბანკი: “ ს.ს. „ თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების ანგარიში: GE62TB7055136080100006 დანიშნულება: ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის მონაწილეობის საფასური.

გადარიცხვის ფურცელი თან უნდა დაურთოთ მოტანილ ნიმუშებს.

ნიმუშების მიღება და დასაწყობება:

ასოციაცია „ქართული ღვინო“ შეამოწმებს მიღებულ ნიმუშებს და თანდართულ დოკუმენტაციას. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზატორების მიერ ნიმუშების შენახვა მოხდება უსაფრთხო ადგილას, ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.

ჟიური:

საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური. ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება მიღებული ნიმუშების რაოდენობით. კომპანიის ანონიმურობა გასინჯვისას დაცული იქნება. ჯილდოები:

ჯილდოს დამადასტურებელი დიპლომი გადაეცემა ან გადაეგზავნება სარეგისტრაციო ფურცელში აღნიშნულ საკონტაქტო პირს.

შენიშვნა:

საპრიზო კატეგორიების შესაბამისი სტიკერების დამზადება მოხდება მხოლოდ ასოციაცია „ქართულ ღვინო“-სთან შეთანხმებით.

*ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე.

2018

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2018 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის,  და მისგან წარმოებული  მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლებას მთელს მსოფლიოში.

კონკურსზე წარდგენილი იყო 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გასინჯა და შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მწარმოებლები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტისა. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან  მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.