ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41048’׀ და აღმოსავლეთ გრძნედის 45044’׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. ახაშენის დასახლებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი 9,5 კმ-ია, ხოლო საპირისპირო მხარეს – სამხრეთ-დასავლეთისაკენ – ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე 14,5 კმ. მევენახობის გაადგილების თვალსაზრისით, ახაშენის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების გაგრძელებას და ალაზნის ვაკის მეორე ტერასას. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, ფაფრის მინდვრების მასივს. ფართობი შეადგენს 112 ჰექტარს.
კლიმატი ზმოიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზმოერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა – 12,5°C. ნალექების წლიური ჯამი – 860 მმ. გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) მიმართულების ქარები.
ნიადაგი: კარბონატული და ლიოსისებური, თიხნარი, ალუვიურ-დელუვიური.
ვაზის ჯიშები: საფერავი.
ღვინო: კანონმდებლობის მიხედვით, ახაშენი ნახევრადტკბილი ღვინოა, იწარმოება 1958 წლიდან, თუმცა ახაშენის ზონაში მოყვანილი საფერავიდან შესანიშნავი მშრალი ღვინოებიც დგება.