მსოფლიოს უძველესი ღვინო


მსოფლიოს უძველესი ღვინო


„ასოციაცია ქართული ღვინო“-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით 2014- 2017 წლებში, განხორციელდა  საერთაშორისო მულტიდისციპლინარული პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.  მოცემულ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობდნენ პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.

პროექტის  კოორდინატორი − ღვინის ეროვნული სააგენტოს მეცნიერი, დოქტორი დავით მაღრაძე გახლდათ.

3 წლიანი კვლევის შედეგან მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

https://www.pnas.org/content/114/48/E10309