ასოციაციის შესახებ


ასოციაციის შესახებ


ასოციაცია “ქართული ღვინო” (GWA) წარმოადგენს ქართული ღვინის სექტორს  ეროვნულ  და საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაცია მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვებს საერთაშორისო ასპარეზზე, ქართული ღვინის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავებას, ღვინის წარმოების ადგილობრივი ტრადიციებისა და მეთოდოლოგიის შენარჩუნებას, ენდემური ვაზის ჯიშების გაშენებასა  და ვინიფიკაციას, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერას და მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებში განათლებისა და ასევე ღვინის ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობას  საქართველოში.